|
|
|
საარჩევნო მედიაცენტრების გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში
|
|
|
26 ივლისს საქართველოს 10 ქალაქში (ახალციხე, ბათუმი, გორი, მარნეული, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საარჩევნო მედიაცენტრები გაიხსნა. გახსნის ცერემონია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით დაიწყო, რომელიც მოუწოდებს ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს აქტიურად გამოიყენონ მედიაცენტრები, რათა მიიღონ მეტი ინფორმაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების და საარჩევნო სუბიექტების შესახებ.
მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს საჯარო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს შესთავაზებენ.
უფრო კონკრეტულად, მედიცენტრების შემდეგ ფუნქციებს შეასრულებენ:
-
მედიაბრიფინგების და წინასაარჩევნო დებატების ორგანიზება და მასპინძლობა. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო კანდიდატები (როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული) და პოლიტიკური პარტიები. დებატებზე საარჩევნო სუბიექტები მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამებს წარუდგენენ და მოქალაქეების და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
-
ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (მაგ: განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების სრული სია და ა.შ.).
-
საარჩევნო პროცესთნ დაკავშირებით დისკუსიების ორგანიზება და მასპინძლობა, რომლებსაც მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან.
-
არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო ჯგუფების დისკუსიების ორგანიზება და მასპინძლობა; არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება საარჩევნო კანდიდატებისთვის მოქალაქეების საჭიროებებისა და პრობლემების წარდგენაში.
-
არჩევნების დღეს სხვადვა აქტივობის ორგანიზება: სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და სხვა ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობის და ადმინისტრირების შესახებ. მედიაცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. ცენტრში გარანტირებული იქნება უსაფრთხო და ნეიტრალური სამუშაო გარემო.
-
არჩევნების შემდგომ პერიოდში ბრიფინგები და დისკუსიები არჩევნების ადმინისტრირების საკითხებზე (მაგ: საჩივრების განხილვა, არჩევნების შედეგების დათვლა და აღრიცხვა და ა.შ.).
მედიაცენტრები იმუშავებს ყოველ დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 – 19:00 სთ-ებში. არჩევნების დღეს მედიაცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრდე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.
მედიაცენტრების გახსნიდან მეორე დღესვე ქუთაისისა და ზუგდიდის ცენტრების თანამშრომლების ინიციატივით არჩევნების თემაზე საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა. ზუგდიდში ჩატარდა საინფორმაციო ტრენინგ/სემინარი პოლიტიკური პარტიების რაიონული ორგანიზაციების ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველად ერთვებიან საარჩევნო პროცესში როგორც ამომრჩევლები და როგორც პარტიების წევრები. ქუთაისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისთვის, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის არჩევნების მნიშვნელობის და ამ მხრივ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის ახსნა.
მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.cce.ge, ასევე ACCESS-ის პროექტის ვებგვერდზე.
|
|
|
|
საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში - 26 ივლისი, 2016
|
|
|
|
|
|
საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში - 26 ივლისი, 2016
|
|
|
|
|
საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში - 26 ივლისი, 2016
|
|
|
|
|
|
საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში - 26 ივლისი, 2016
|
|
|
დონორი ორგანიზაციების შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგიონებში
|
|
| |
5, 6 და 7 ივლისს EWMI ACCESS-ის ინიციატივით თელავში, გორში, რუსთავში და მარნეულში გაიმართა შეხევდრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დონორ ორგანიზაციებს შორის. შეხევდებზე დონორმა ორგანიზაციებმა განხილეს მათი პრიორიტეტები, მიმდინარე საგრანტო პროგრამები და გრანტების გაცემის მიდგომები. ასევე დეტალურად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რასაც არასამთვრობო ორგანზიაციების საპროექტო განაცხადების შეფასებისას აწყდებიან, და ძირითდ “შეცდომებზე”, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტის წერისას უშვებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავის მხრივ, დონორების პრიორიტეტებზე და გრანტის გაცემის პროცედურებზე, ასევე ზოგადად ქვეყანაში და მათ რეგიონში არსებულ ვითარებაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
ვინაიდან EWMI ACCESS-ის საგრანტო კონკურსებზე უმეტესად დაბალი ხარისხის საპროექტო განაცხადები შემოდის, პროექტის წარმომადგენლებმა რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირისპირ შეხვედრები და ამ პრობლემების ღია განხილვა გადაწყვიტეს. ანალოგიურ პრობლემას სხვა დონორი ორგანიზაციებიც აწყდებიან.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი გრანტის გამცემი ორგანიზაციები: EWMI ACCESS-ი, ევროპის ფონდი, ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდი კვინნა ტილ კვინნას სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC), ორბელიანი საქართველო.
|
|
ღია საუბრები გურიაში – წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები გურიის სოფლების მაცხოვრებლებს ხვდებიან
|
|
|
6, 7 და 8 ივლისს EWMI ACCESS-ის ორგანიზებით თბილისის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლების (მაჩხვარეთი, ბაილეთი, ჯუმათი, ჯურუყვეთი) მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ღია საუბრები გამართეს იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს; ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი (GYLA), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მედიის განვითარების ფონდი (MDF), eugeorgia.info, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS–ის პროგრამა. მათ ასევე შეუერთდნენ გურიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები: ოზურგეთის
ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი, და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.
შეხვედრები ჩატარდა არაფორმალურ გარემოში – ადგილობრივი მაცხოვრებლების ეზოებსა და სახლებში, რამაც ხელი შეუწყო თავისუფალ საუბრებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობას საკუთარი საქმიანობა გააცნეს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე კონსულტაცია გაუწიეს და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა გზები არსებობს ამის განსახორციელებლად. შეხვედრები ასევე დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და პერსპექტივას, რა შესაძლებლობებს აძლევს სოფლად მცხოვრებ თითოეულ ადამიანს და მეწარმეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.
შეხვედრების მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება. ანალოგიური შეხვედრები ACCESSის ორგანიზებით შარშან ზემო აჭარის სოფლებში მოეწყო. წელსაც, შარშანდელის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.
|
|
საჯარო ფორუმი – „შშმ პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმა: ხელისუფლების დიალოგი თემის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან”
|
|
|
12 ივლისს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმის საკითხებზე. ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური სერვისების სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელება და რა გამოწვევებია ამ მხივ საქართველოში; დისკუსია ასევე დაეთმო ზრუნვის სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადსვლის პროცესს, ასევე ქმედუნარიანობის სისტემის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმას.
ფორუმის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს ზრუნვის სამედიცინო და სოციალური მოდელეებზე და იმ აუცილებელ პორობებზე, რაც მთავრობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შექმნან მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მოდელის დანერგვის და ინტეგრირების მიზნით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სამთავრობო გეგმა წარადგინა. ამ მიმართულებით ბიუჯეტი ბოლო წელს 3 მილიონი ლარით გაიზარდა და შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო სახალხო დამცველის ოფისში. საბჭოს მიზანია კონსულტაცია გაუწიოს ფსიქოსოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს შესაბამისი სერვისების მიღებაში.
სოციალური მოდელის დანერგვისთვის მთავრობამ სპეციალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, თუმცა ამ გეგმის განხორციელება ნაკლებად ხდება. ფინანსური რესურსების სიმცირის გარდა ადამიანური რესურსის სიმცირე ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია (ამჟამად საქართველოში მხოლოდ 32 სერტიფიცირებული ოკუპაციური თერაპევტია). არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, 2016 წლის სამოქმედო გეგმა სრულად ჩავარდა. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშშიც, რომელიც პარლამენტს მალე გაეგზავნება. ანგარიშის მიხედვით სახელმწიფომ ვერ შექმნა სამოქმედო გეგმის განხორციელების ქმედითი მექანიზმი.
ფორუმის მეორე ნაწილი ქმედუნარიანობის სისტემის და ფისიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმას დაეთმო. 2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქმედუუნარობა არაკონსტიტუციურად ცნო, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა. ახალი რეფორმის მიხედვით ყველა ადამიანი ქმედუნარიანია და უნდა სარგებლობდეს ადამიანის ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით. ტერმინი „ქმედუუნარო“ ჩანაცვლდა ტერმინით - „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი“. პარლამენტის წევრმა და კანონმდებლობის ერთ-ერთმა ავტორმა, თამარ კორძაიამ დეტალურად ილაპარაკა რეფორმის არსზე, მთავარ მიღწევებზე და განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მისი თქმით, აუცილებელია მთავრობამ და სხვა აქტორებმა აქტიურად მიაწოდონ ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე პირებს და მათი ორჯახის წევრებს სისტემის რეფორმის შესახებ; ასევე, უნდა გაძლიერდეს ფასიანი მხარდაჭერის ინსტიტუტი. რეფორმის ამოქმედებამდე 3484
ქმედუუნარო ადამიანი იყო აღრიცხული, მათ დიდ უმრავლესობას არ გაუვლია ხელახალი სკრინინგი. მთავრობას არ აქვს ინფორმაცია ამ ადამიანების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ; ასევე საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის წამრომადგენლების გაძლიერება, რათა ქმედუნარიანობის სისტემის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს.
სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამჟამად მოქმედი შშმ პირების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო არ არის ქმედითი და საჭიროა უფრო ეფექტური მექანიზმის დანერგვა. შეხვედრის მონაწილეებმა ყველაზე ოპტიმალურ ქმედით მოდელზეც იმსჯელეს.
|
|
მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებები და მათი ინფორმირებულობა DCFTA-ის მოთხოვნებზე
|
|
| |
26 ივლისს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) ფერმერთა ინფორმირებულობისა და საჭიროებების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში წარმოდგენია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცის პირველადი მწარმოებლების და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებები. სულ გამოიკითხა 500 რესპონდენტი საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და გურია). კვლევა EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევის ძირითდი შედეგები:
-
რესპონდენტთა 70%-ზე მეტს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების შესახებ.
-
ვისაც ჰქონდა ინფორმაცია შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების თაობაზე, მათ უმრავლესობას ეს ინფორმაცია საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აქვს მიღებული.
-
გამოკითხულ ფერმერთა დაახლოებით 50% არ ფლობს ინფორმაციას DCFTA-ის მოთხოვნებზე, თუმცა 2020 წლიდან ყველა ფერმერს ამ მოთხოვნების დაცვა მოუწევს, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას.
-
მეცხოველეობით დაკავებულ ფერმერთა 30%-ზე მეტი არ სარგებლობს ვეტერინართა მომსახურებით, რაც ზრდის დაავადებების გავრცელების საფრთხეს. ასევე, ბევრი ფერმერი არ იყენებს სასაკლაოებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით სავალდებულოა.
-
გამოკიხულთა თითმის 50% არ აწარმოებს ჩანაწერებს მცენარეთა დაცვის მიზნით ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ.
-
500 გამოკითხული რესპონდენტიდან (როგორც ფიზიკური პირები, ასევე მცირე საწარმოები) მხოლოდ სამს გააქვს საკთარი პროდუქცია ექსპორტზე. საექსპორტო პროდუქტებია ღვინო და ჩაი.
-
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებისთვის მთავარი პრობლლემები ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურაა (მათ შორის მიწის ნაკლებობა - რესპონდენტთა უმრავლესობა 0,5-1 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს).
აღნიშნული კვლევა EPRC-ის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. პროექტი, რომელიც EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული სოფლის მეურენობის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ამ მიზნის მისაღწევად EPRC-ი ხელს უწყობს ქართული სოფლის მეურენობის პრაქტიკაში ევროკავშირის სტანდარტების დანრგევას, რაც თავის მხრივ გაზრდის ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის შანსებს. კვლევის შემდეგ EPRC-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მთავრობასთან მჭირდო თანამშრომლობით სამიზნე რეგიონებში ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრებს გახსნის და ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რათა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სოფლის მეურეობის სფეროში ახალი რეგულაციების შესახებ.
|
|
ACCESS არის 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
|
|
|
|
|
|