|
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის დეკლარაციის ხელმოწერა
|
|
|
9 სექტემბერს EWMI ACCESS-ისა და CiDA-ს ორგანიზებით გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვრივალობის დეკლარაციის ხელმოწერა, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებას რეგულარულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი ორგანიზაციების შემოსავლების და დაფინანსების წყაროების, ასევე მიმდინარე საქმიანობების/პროექტების შესახებ. ცერემონიაზე CiDA-მ წარადგინა ვებგვერდი (www.cso.ge), სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეძლებენ აღნიშნული ინფორმაცის განთავსებას. 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ (როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან) უკვე ატვირთა ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაცია და შეუერთდა დეკლარაციას.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი არასამთვრობო ორგანიზაცია მანამდეც აქვეყნებდა მათი დაფინანსების და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ახალ პლატფორმაზე ერთ სივცრეში თავმოყრილია სხვადასხვა ორგანიზაციის ინფორმაცია, რაც მომხმარებელს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ უფრო სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის.
არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გახშირდა წამყვანი არასამთვრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები (მათი დადანაშაულება კორუმპირებულობაში და ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობაში) და გაიზარდა გაუმჭვირვალე და საეჭვო დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა. ამ ვითარებას ასევე ამწვავებს მოსახლეობის მხრიდან სექტორის მიმართ დაბალი ნდობა და ინფორმირებულობა. ფინანსური გამჭვირვალობის დეკლარაციის მიზანია არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობის კულტურის დამკვიდრება და ფართო საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზურნველყოფა. ეს ინიციატივა აგრეთვე დამატებითი წნეხი იქნება გაუმჭვირვალე ორგანიზაციებისთვის გაასაჯაროვონ ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროების შესახებ.
დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ინიციატივას და განათავსონ მათი ინფორმაცია www.cso.ge-ზე, რისთვისაც უნდა დაუკავშირდნენ CiDA-ს წამომადგენლებს.
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა/ფორუმი
9 სექტემბერს EWMI ACCESS-ის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის დეკლარაციის ხელმოწერის პარალელურად სასტუმროში Radisson Blu Iveria გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა/ფორუმი. გამოფენაში 60-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, სადაც მათ წარადგინეს საკუთარი საქმიანობა და დაარიგეს საინფორმაციო მასალები. გამოფენის მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების გაცნობა.
|
|
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) საერთო კრება
|
|
|
8 სექტემბერს თბილისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) საერთო კრება გაიმართა. R-CSN-ი საქართველოში არასამთავრობო ორგანზიაციების ყველაზე დიდი ქსელია, რომელშიც 64 რეგიონული ორგანიზაციაა გაერთიანებული. ქსელი EWMI ACCESS-ის და CiDA-ს ხელშეწყობით 2012 წლის დეკემბერში დაარსდა.
საერთო კრების მიზანი იყო ქსელის წინა წლის საქმიანობების შეფასება, მომავალი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და ახალი წევრების მიღება (ქსელს კიდევ 9 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა). კრებაზე ასევე დაიგეგმა სამოქალაქო კვირეული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (10 ქალაქში), რომლის ფარგლებშიც ჩატარდებოდა ღია დისკუსიები არასამთვრობო ორგანიზაციების, მედიის, მოქალაქეების და საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით და მოხდებოდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითების განხილვა. კრებაზე დაიგეგმა კვირეულის განრიგი და ფორმატი, ასევე განისაზღვრა დისკუსიებზე განსახილველი ძირითდი საკითხები (ცალ-ცალკე თითო რეგიონისთვის). საერთო კრებას 60 ორგნანიზაცია დაესწრო.
|
|
სამოქალაქო ჩართულობის კვირეული "მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში"
19-23 სექტემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა სამოქალაქო ჩართულობის კვირეული "მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში".
კამანიის ფარგლებში რეგიონული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა წინასარჩევნო დისკუსიები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წევრებთან. შეხვედრებზე დეპუტატობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიების წევრები პასუხობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ მომზადებულ კითხვებს, რომლებიც რეგიონის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეხებოდა.
კამპანიის მიზანი იყო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების გაცნობა.
დისკუსიებში 300-მდე ადამიანმა მიღო მონაწილეობა. დისკუსიები საგარეჯოს, თელავის, რუსთვის, მარნეულის, გორის, ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართა და ინტენსიურად გაშუქდა ადგილობრივ მედიაში. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ თითოეულ შეხვედრაზე 20-წუთიანი ვიდეოკოლაჟი მოამზადა.
EWMI ACCESS- ი მადლობას უხდის კამპანიის ორგანიზატორებს - სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელს (R-CSN), სარაქთველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას (GARB) და დემკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს საინტესერო დისკუსიების ორგანიზებისთვის.
|
|
ღია შეხევდრები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
|
|
|
15 სექტემბერს თბილისის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხიხანი და აღმამედლო) ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია საუბრები გამართეს საუბრები შეეხო მოსახლეობის პრობლემებს და იმ საკითებს, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. ორგანიზაციებმა, თავის მხრივ, მოსახლეობას საკუთარი საქმიანობა გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციები გაუწიეს, ასევე პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. საუბრები ასევე შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ სარგებელს, რასაც საქართველო ამ პროცესიდან იღებს.
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის , ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), მედიის განვითარების ფონდის, ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის (IDFI), ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის, EWMI ACCESS-ის და ქვემო ქართლის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წამრომადგენლებმა. შეხვედრები ჩატარდა არაფორმალურ გარემოში (ეზოებში და სოფლის მოედნებზე), რამაც ხელი შეუწყო ღია და უშუალო საუბრებს.
სოფელ ხიხანის მოსახლეობა განსაკუთრებით მოხარული იყო ვიზიტით, ვინაიდან, მათი თქმით, სოფლის პრობლემებით არც მთავრობა და არც არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებიან. მოსახლეობის უმრავლესობა ეკომიგრანტია ზემო აჭარიდან. მათ პირველად მიეცათ საშუალება საკუთარ პრობლემები გაეზიარებინათ პროფესიონალებისთვის და მიეღოთ შესაბამისი კონსულტაციები.
ძირითადი პრობლემები, რომლებიც ორივე სოფელში გამოიკვეთა, შემდეგია: საცხოვრებელი სახლების და სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია; გაუმართავი ინფრასტრუქტურა და პრობლემები ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდების კუთით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა; სასმელი წლის ნაკლებობა; მოსახლეობის ნაკლები ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; სოფელ ხიხანის მოსახლეობის რეგისტრაცია ამომრჩეველთა სიაში და სხვ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა პროცედურებს უნდა მიმართონ გარკვეული პრობლემის მოგვარების მიზნით და ამ პროცესში დახმარებას დაჰპირდნენ.
ღია საუბრების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებაა. ასეთი შეხვედრებით მოსახლეობა ეცნობა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და საშუალება აქვს უშუალოდ გაესაუბროს ორგანიზაციების ლიდერებს, რომლებიც სხვა შემთვევაში ძირითადად ფორმალურ გარემოში ჩანან. EWMI ACCESS-ი მოქალაქეთა ჩართულობის ამ მეთოდს უკმე მეორე წელია იყენებს. შარშან ანალოგიური შეხვედრები ჩატარდა ზემო აჭარაში, წელს კი გურიაში.
|
|
საარჩევნო კომიქს–კარვები
|
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი" (ACICC) EWMI ACCESS-ის დაფინანსებით ინოვაციური პროექტი დაიწყო, რომლის მიზნი იყო საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგადად არჩევნების არსის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი არჩევნებში მონაწილეობის წახალისება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მომზადდა ორენოვანი (ქართულ-სომხური) კომიქსები საარჩევნო თემაზე; ინფორმციის ფართოდ გავრცელების მიზნით ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში და ადიგენში მოეწყო ორდღიანი საინფორმაციო ღონისძიებები – ქალაქების ცენტრში გაიშალა „კომიქს–კარვები“, სადაც მოქალაქეებს აწვდიდნენ ინფორმაციას არჩევნების შესახებ კომიქსების, კონსულტაციების და იმიტირებული არჩევნების გზით. პროექტის შედეგად 2500–მა ადამიანმა მიიღო შესაბამისი ინფორმაცია.
|
|
პოლიტიკური დებატები: არჩევნები 2016 – უსაფრთხოების სექტორის რეფორმა
|
|
|
16 სექტემბერს EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით გაიმართა დებატები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტრის რეფორმირების საკთების შესახებ. დებატების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება – “კოალიცია ევროატლანტიკური საქართელოსთვის”. ეს იყო კოალიციის ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიება. დებატების მიზანი იყო პოლიტიკური პარტიების კონკრეტული ხედვების განხილვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების თაობაზე, და ამ სისტემების ნატოს სტანდართებთან დაახლოების გზებზე.
დებატები დაეთმო შემდეგ ძირითდ საკთებს: სამართალდამცავ სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი ტრანსფორმაცია, და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გზები.
შეხვედრაზე თითოეულმა პარტიამ საკუთრი პოზიცია შემდეგ საკითებზე წარადგინა (კითვები ყველა პარტიას წინასწარ დაეგზავნა):
• არის თუ არა ნატოში ინტეგრაცია მათი პარტიის პრიორიტეტი?
• მათი აზრით თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, შემცირდეს, თუ იგივე დარჩეს?
• აპირებენ თუ არა ანგარიშვალდებულებისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში?
• ემხრობიან თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ გამიჯვნას?
• ემხრობიან თუ არა პარლამენტში დაზვერვის და კონტრდაზვერვის სპეციალური კომიტეტის შექმნას?
• მათი აზრით, რომელი სტრუქტურა უნდა იყოს პასუხისმგებელი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაზე და განხორციელებაზე – პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო, თუ პრემიერმინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო?
• შეცვლიან თუ არა კანონს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“? და თუ შეცვლიან, როგორ?
პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დებატებში შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები; პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის; საქართველოს ლეიბორისტული პარტია.
|
|
საარჩევნო მედიაცენტრები
|
|
|
საარჩევნო მედიაცენტრები, რომლებიც საქართველოს 10 ქალაქში მდებარეობს, აქტიურ როლს თამაშობენ რეგიონებში არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებაში. ოფიციალური გახსნიდან (26 ივლისი, 2016) სექტემბრის ჩათვლით ცენტრებში არჩევნებთან დაკავშირებით 282 ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 6700–მდე ადამიანი დაეწსრო. ადგილობრივ და ერონულ მედიაში ღონისძიებები 259–ჯერ გაშუქდა.
მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში. მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს საჯარო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ. კერძოდ, მედიაცნეტრებში ტარდება ბრიფინგები, დებატები საარჩევნო სუბიექტებს შორის, დისკუსიები წინასარჩევნო გარემოზე, საინფორმაციო და საკოორდინაციო შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებს და სხვა მხარეებს შორის, ტრენინგები არჩევნების თემაზე, ფოკუს–ჯგიფები წინასაარჩევნო განწყობების შესასწავლად და ა.შ. მედიაცენტრები ასევე მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებს, რომლის მიზანია საარჩევნო სუბიექტებისთვის მოქალაქეების ხმის მიწვდენა.
დღეის მდგომარეობით ყველაზე აქტიურად მედიაცნეტრებს იყენებენ პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები (მათი ორგანიზებით ჩატარდა საერთო ღონისძიებების 36%) და არასამთავრობო ორგანიზაციები (ღონისძიებების 27%). თავად მედიაცენტრების ორგანზიებით ღონისძიებების 18% ჩატარდა.
მედიაცენტრები მუშოაბს ყოველ დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 – 19:00 სთ-ებში. არჩევნების დღეს ცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.
|
|
საქართველოს საქალაქთაშორისო მიმოსვლის სფეროს ანალიზი
|
|
| |
30 სექტემბერს არასამთარობო ორგანიზაციებმა – CRRC Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთის“ ერთობლივი კვლევის შუალედური შედეგები წარადგინეს. კვლევის მიზანია საქართველოში საქალაქთაშორისო გადაადგილების სიტუაციის ანალიზი და უარყოფითი ტენდენციების მიზეზების კვლევა. ამ მიზნით კვლევის ფარგლებში მოხდა ტრანსპორტის რეგულირების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და შესაბამისი საჯარო უწყებების ფუნქციების ანალიზი, ჩატარდა ფოკუს–ჯგუფები და ინტერვიუები სამარშრუტო ტაქსების („მარშუტკა“) მძღოლებთან, მგზავრებთან და ავტოსადგურების ადმინისტრაციის წამრომადგენლებთნ. კვლევის შედეგად გამოვლინდა ის პრობლემები, რაც ტექდათვალიერების გაუქმებამ, გამგზავრების წინ მძღოლების და სატრანსპორტო საშუალების შემოწმების გაუქმებამ, და მონიტორინგის მექანიზმის არარსებობამ გამოიწვია.
არასამთვრობო ორგანიზაციების რეკომნდაციები სრულად გაიზიარეს სახმელეთო ტრანსპორტის საააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს, პროფესიული კავშირების და არასამთვრობო ორგანიზაციების წამრომადგენლებმა. მხარეები შეთანხმდნენ შექმნან სამუშაო ჯგუფი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირების მიზნით.
ამჟამად CRRC Georgia ატარებს სოციალურ ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც აკვირდება სამარშრუტო ტაქსების გადაადგილებას საქალაქთაშორისო მარშრუტებზე. კვლევა დასულება 2017 წლის თებერვალში.
|
|
დისკუსია/ფორუმი თემაზე „შრომის პირობების ინპსექტირების მექანიზმის გარდაქმნის პერსპექტივები“
|
|
|
22 სექტემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით გაიმართა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ეფექტიანობის კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია და შემდგომი დისკუსია.
საკანონმდებლო ბაზის ანალიზის, საველე კვლევის, სტრატეგიული სამართალწარმოებების და საჯარო ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით EMC–ის დასკვნით დღეს არსებული შრომის ინსპექციის დეპატამენტი არ არის ეფექტური. ორგანიზაციის თქმით, დეპარტამენტის შეზღუდული ფუნქციების გამო ვერ ხდება შრომითი უფლებების დარღვევის ხშირ ფაქტებებზე სათანადო რეაგირება (ინსპექციის ფოკუსი მხოლოდ შრომის პირობების უსაფრთხოებაზე და არა შრომითი უფლებების დარღვევებზე, ასევე მხოლოდ იმ კომპანიების ისნპექტირება, რომლებიც თავად გამოთქვამენ ამის სურვილს და ა.შ.).
EMC–ი მოუწოდებს მთავრობას შექმნას უფრო ძლიერი და ქმედითი შრომის ისნპექტირების მექანიზმი. ამ პოზიციას იზიარებს სხვადასხვა საჯარო და არასამთვრობო ორგანიზაციაც.
ჯანდაცვის სამინისტროს წამრომადგენელმა შეხვედრაზე ისაუბრა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე - 2017 წლიდან ინსპექტიება გახდება სავალდებულო და დეპარტამენტი აღარ დაელოდება შესამოწმებელი კომპანიების თანხმობას. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით უკვე ჩატარდა 254 ორგანიზაციის შემოწმება (მათი თანხმობის საფუძველზე), თუმცა ინსპექტირების შედეგები საჯარო არ არის. EMC –ის წარმომადგნელები ასევე ითხოვენ ინსპექტირების შედეგების გასაჯაროვებას.
EMC-ის კვლევის საბოლოო შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები მზად იქნება 2016 წლის დეკემბერში. კვლევა დაფინანსებულია EWMI ACCESS–ის მიერ.
|
|
საინფორმაციო ვებპორტალი ქართველი ფერმერებისთვის
სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის რეგულაციების და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ქართველი ფერმერების და მეწარმეების ინფორმირების მიზნით არასამთავრობო ირგანზიაციამ - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სპეციალური ვებოპორტალი და Facebook-ის გვერდი
შექმნა. ვებპორტალზე განთავსებულია პრაქტიკული ინფორმაცია ყველა შესაბამის რეგულაციაზე, დირექტივაზე და ინსტრუქციაზე (სურსათის უვნებლობა, სანიტრატული და ფიტოსანიტარული ნორმები, სერტიფიცირება და ა.შ.); ასევე სისტემატურად ქვეყნდება სფეროს სიახლეები, ბლოგები და ა.შ. მომხმარებლებს საშუალება აქვთ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ინფორმაციის უფრო მარტივად გადმოცემის და მაქსიმალურად დიდი აუდიტორიის წვდომის მიზნით EPRC-ი ასევე ამზადებს თემატურ ინფოგრაფიკებს.
სოციალური მედია პლატფორმა პროექტის ნაწილია, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EWMI ACCESS-ის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია დაეხმაროს ქართველ ფერმერებს და მიცრე საწარმოებს შესაბამისობაში მოვიდნენ ევროკავშირის რეგულაციებთან, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა.
|
|
ACCESS არის 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
|
|
|
|
|
|