|
|
|
მონაწილეთა მიღება არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსზე
20 იანვარს გამოცხადდა მონაწილეთა მიღება არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსზე. სასწავლო პროგრამა, რომელსაც ACCESS-ის პროექტის ფარგლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ატარებს, ამჯერად უკვე მონაწილეთა მესამე ნაკადს იღებს.
სასწავლო კურსი განკუთვნილია არამომგებიანი ორგანიზაციების მენეჯერებისთვის და წარმოადგენს შუალედურ ვერსიას გრძელვადიან აკადემიურ პროგრამებსა და მოკლევადიან ტრენინგ კურსებს შორის. პროგრამა შედგება სამი სავალდებულო და ოთხი არჩევითი მოდულისაგან. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი სავალდებულო და მინიმუმ ორი არჩევითი მოდული. თეორიული მასალის გაცნობის გარდა მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ორგანიზაციებისა და პროექტების მაგალითზე პრაქტიკული სამუშაოები შეასრულონ.
კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს: არამომგებიანი ორგანიზაციების ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული განვითარება, არამომგებიანი ორგანიზაციების პროექტების ეფექტური მართვა, ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, არამომგებიანი ორგანიზაციის ფინანსები, სოციალური მარკეტინგი და ფონდების მოძიება, ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობაა 4-დან 5 თვემდე. სწავლა დაიწყება 2017 წლის მარტში და დასრულდება ოქტომბერში (ზაფხულში ორთვიანი შესვენებით). საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 5 თებერვალი. მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის საფძველზე.
პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC-ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის" (ACCESS) ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კურსი სრულიად უფასოა მონაწილეებისათვის.
|
|
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
|
|
EWMI ACCESS-ი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია - სამოქალაქო განვითრების სააგენტო (სიდა) აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის განვითარებას. შარშან „სიდა“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის სამდივნო გახდა საქართველოში, ხოლო „სიდა“-ს წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი - ქსელის საკონტაქტო პირი საქართველოში. გლობალური შეთანხმების ქსელი მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც დამყარებულია 10 საბაზისო პრინციპზე ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სიდა“ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით აქტიურად მოუწოდებდა ქართულ ბიზნესკომპანიებს გაწევრიანებულიყვნენ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში და დაენერგათ ზემოთაღნიშნული პრინციპები მათ საქმიანობაში. ამჟამად გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში 33 ორგანიზაციაა გაწევრიანებული.
17 იანვარს გაიმართა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის პირველი შეხვედრა, სადაც დაიგეგმა ქსელის პირველი გენერალური შეხვედრა (რომელიც 3 თებერვალს ჩატარდება), ასევე განიხილეს ქსელის სამომავლო გეგმები და უკვე განხორციელებული აქტივობები.
|
|
ადვოკატირება ეფექტიანი შრომის ინსპექციისათვის
|
|
|
იანვარში ACCESS-ის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაასრულა პროექტი, რომლის მიზანი იყო საქართველოში შრომის უფლებების და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის ეფექტიანი შრომის ისნპექციის მექანიზმის დანერგვა.
პროექტის ფარგლებში EMC-იმ ჩაატარა სიღრმისეული კვლევა, რომელიც მოიცავდა ინტერვიუებს სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში), შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის ანალიზს, შრომის ისნპექციის საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების და სხვადასხვა ქყეყნის მოდელების განხილვას, ასევე საქართველოში არსებული შრომის ინსპექციის მონიტორინგს. ეს არის საქართველოში შრომის ინსპექციის მონიტორინგის პირველი ანგარიში, რომელიც ასევე მნშვნელოვან რეკომენდაციებს მოიცავს.
13 იანვარს EMC-იმ კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები დიდ აუდიტორიას წარუდგინა, მათ შორის მთავრობის, პარლამენტის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების წამრომადგნელებს. კვლევის სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.
პროექტის განმავლობაში უკეთესი შრომის ინსპექციის მოთხოვნით EMC-იმ ჩაატარა საჯარო დისკუსიები და შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთნ როგორც საქართველოში, ასევე ევროპარლამენტარებთან ბრიუსელსა და ჟენევაში. EMC-ის ორგანიზებით გაიმართა საპროტესტო აქციები თბილისში და ქუთაისში, სადაც მთავრობისა და პარლამენტისგან შრომის უსაფრთოების დაცვის პოლიტიკის გადახედვას ითხოვდნენ. EMC-ის ადვოკატირების შედეგად შრომის ისპექციის გაძლიერება და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება საქართველოს მთავრობის 2016-2017 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სამქომედო გეგმაში აისახა. EMC სხვა მხარეებთან ერთად ჩართული იყო შესაბამისი კანონპროექტის მომზადებაში, სადაც ასახულია EMC-ის ზოგიერთი რეკომენდაცია. კანონპროექტის განხილვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
|
|
მჭიდრო თანაშრომლობა EWMI ACCESS-სა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის
|
|
|
20 იანვარს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტს” (ACCESS) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის მიზანია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა; მოსახლეობის ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სარგებელზე; ასევე ფართოდ გავრცელებული ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლება და სხვ.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, სემინარები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები და სხვ.
|
|
ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა
|
|
| |
EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები – CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია მიკროავტობუსებისგან შემდგარი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მიდგომების გამოყენებით.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული წინასწარი კვლევის, საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიის შედეგად ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოების საკითხის მოგვარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა. კერძოდ, 2016 წლის 29 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმა (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 2711), რომლის ფარგლებში მთავრობამ ერთ-ერთ ვალდებულებად აიღო ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების მოწესრიგებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და მათი აღსრულება.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრია.
CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში და მთავრობას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით კონკრეტულ რეკომენდაციებს წარუდგენენ.
|
|
ACCESS არის 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
|
|
|
|
|
|