|
|
|
სამოქალაქო კამპანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ
|
|
|
EWMI ACCESS-ის დაფინანსებით 2017 წლის მარტში ოთხი არასამთვრობო ორგანიზაცია იწყებს სამოქალაქო კამპანიას, რომლის მიზანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლება, დასავლური ღირებულებების პოპულარიზაცია და საზოგადოების ინფორმირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სარგებელზე. ამ მიზნით ორგანიზაციები გამოიყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდს და შეეცდებიან მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი ჯგუფები მოიცვან.
არასამთავრობო ორგანიზაცია - „ინტეგრაცია - გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ“ ჩაატარებს ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას. პროექტის ფარგლებში მომზადდება 20-წუთიანი ტელერუბრიკები ცნობილი ქართველი მწერლების მონაწილეობით, რომლებიც ისაუბრებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე და მითებზე. ყოველი გადაცემის დროს ასევე გავა სიუჟეტი, რომლის დროსაც ჟურნალისტი მოსახლეობას გამოკითხავს კონკრეტულ მითთან დაკავშირებით და ასევე გაესაუბრება საკითხის ექსპერტს. რუბრიკა გავა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ორ კვირაში ერთელ. გადაცემის გარდა მომზადდება სოციალური კლიპები ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მითებზე, რომელიც ასევე გავა რუსთავი 2-ის ეთერში ყოველდღიურად.
„კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი“ მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა უპირატესობები აქვს ევროპის ბაზარს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს DCFTA ქართველ ფერმერებს და მეწარმეებს. ვებგვერზე www.EUGeorgia.info ორგანიზაცია მოამზადებს 100-მდე სტატიას ქართველ ფერმერებზე და ევროპის ბაზარზე, პრაქტიკულ სარგებელზე, შემოგვთავაზებს შედარებით ანალიზს რეგიონულ ბაზრებს შორის და ა.შ. გარდა ამისა, ცენტრი რეგიონებში ჩაატარებს ათეულობით საინფორმაციო შეხვედრას და GARB-თან ერთად ადგილობრივ ტელევიზიებში მოაწყობს ინტერაქტიულ თოქ-შოუებს, რომლის დროსაც ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები პირდაპირ ეთერში ფერმერების და დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს გასცემენ პასუხს.
„მედიის განვითარების ფონდი“
განაახლებს თავის ცნობილ ვებგვერდს
www.eurocommunicator.ge, რომელზეც კვლავაც განათავსებს სტატიებს ანტიდასავლური მითების საპასუხოდ („მითების დეტქეტორი“-ს სერია). აღნიშნული ვებგვერდის და სტატიების ფორმატი იქნება მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის, მათ შორის ინფოგრაფიკების და კარიკატურების გამოყენებით. მოსახლეობაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებისა და ანტიდასავლური მითების გაქარწყლების მიზნით, ტელეკომპანია პირველი მოამზადებს ყოველკვირეულ ტელესიუჟეტებს და ინტერვიუებს „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რამდენად ახლოსაა დასავლური ღირებულებები ქართულ კულტურასთან და იდენტობასთან. „მედიის განვითრების ფონდი“ ასევე ჩაატარებს
მედიაწიგნიერების სემინარებს ახალგაზრდებისთვის თბილისსა და რეგიონებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
„კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოს“ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს რეგიონებში ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს ლოზუნგით „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“. კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მოეწყობა საჯარო შეხვედრები და ღონისძიებები ცნობილი ადამიანების და ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიებები ჩატარდება აჭარაში, სამეგრელოში და იმერეთში. თემატური შეხვედრები და დისკუსიები დაეთმობა რეგიონისთვის სპეციფიკურ საკითხებს, იმ მნიშვნელოვან თემებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს. ექსპერტები შეეცდებიან აუხსნან მოსახლეობას, თუ რა გავლენას ახდენს ვეროინტეგრაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრების გარდა „საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ასევე გაავრცელებს საინფორმაციო ბროშურებს, პოსტერებსა და ინფოგრაფიკებს, დაამზადებს და ტელეეთერით გაუშვებს საინფორმაციო კლიპებს. კამპანიის მნიშვნელოვანი
კომპონენტი იქნება სოციალურ მედია.
კამპანიის პრეზენტაცია მოხდება მარტში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფართო საზოგადოებას საკუთარ პროექტებს წარუდგენენ.
|
|
დისკუსია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე
|
|
|
11 თებერვალს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა (სპიკერი, კომიტეტის თავმჯდომარეები და სხვა წევრები), შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა არასამთვრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით და ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრაზე პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საგზაო უსაფრთხოების სფეროში გამკაცრებული რეგულაციების შემოღებას გულისხმობს (ჯარიმების ქულათა სისტემა, მობილური კამერები და უკონტაქტო პატრულირება, და ა.შ.). ბოლო წლებში გაზრდილი საგზაო შემთხვევების გამო შინაგან საქმეთა სამინოსტრომ 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით მოამზადა აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი და პარლამენტში წარადგინა, თუმცა მაშინ ამ პროექტის განხილვა შეჩერდა. პარლამენტის წევრების თქმით, ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად ამ კანონპორექტს ახლა უკვე ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და არც მთავრობაში და პარლამენტში ჰყავს მოწინააღმდეგე. პარლამენტი კანონპროექტის განხილვას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.
უბედური შემთვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზების (სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და სხვ.) აღმოსაფხვრელად „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც გულისხმობს ქულათა სისტემის, უკონტაქტო პარტულირების, მობილური კამერების და გაზრდილი ჯარიმების შემოღებას. რეკომენდაციების პაკეტი ACCESS-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადდა.
მკეტი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ იხილეთ ACCESS-ის ვებგვერდზე.
|
|
მონაწილეების შერჩევა არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსზე
თებერვალში არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსის მონაწილეები შეირჩნენ. ხუთთვიანი ტრენინგ კურსი ACCESS-ის პროექტის დაფინანსებით ტარდება და სრულიად უფასოა მონაწილეებისთვის. კურსს უძღვება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).
მონაწილეთა მესამე ნაკადის მიღება იანვარში გამოცხადდა. კონკურსის შედეგად სულ 75 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც წინასწარი გადარჩევის და ინტერვიუების შედეგად 21 მონაწილე შეირჩა. სწავლება მარტში დაიწყება.
|
|
ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე
|
|
| |
23 თებერვალს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ დაინტერესებულ მხარეებს პროექტის შედეგები გააცნო, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი ფერმერების ინფორმირებას DCFTA-ის ვალდებულებებზე და ქართველი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაზრდას ევროკავშირის ბაზარზე. პროექტი EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
პროექტის ფარგლებში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ევროკავშირთან აღებული რიგი ვალდებულებების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარა, კერძოდ: ა) შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი შესრულების მდგომარეობა საქართველოში; და ბ) ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები და მათი შესაბამისობა DCFTA მოთხოვნებთან. ანალიზის შედეგად მომზადდა ორი პოლიტიკის დოკუმენტი, რომლებიც „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ დაინტერესებულ მხარეებს 23 თებერვალს წარუდგინა. ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები შემდეგია:
• სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეგისტრაციის მიზნების სწორედ ახსნა საზოგადოებისთვის და 1.8 მილიონი შინაური ცხოველის მქონე 300 ათასამდე შინამეურნეობის მოტივირება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების დანერგვა გეგმის შესაბამისად ხდება, მათი პრაქტიკაში დანერგვა ნელი ტემპით მიმდინარეობს და დიდ სირთულეებთანაა დაკაშირებული.
• სოფლის მეურნეობის სამინსიტროს დახმარების პროგრამები ძირითადად მიმართულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოოდ გაზრდის ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს, მაგრამ ნაკლებად არიან ორიენტირებული უშუალოდ DCFTA-ის მოთხოვნებთან მიმართებით საოჯახო და ფერმერული მეურნეობების უფრო მიზანმიმართულ დახმარებაზე (მაგ: დახმარება სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების შესასრულებლად, HACCP-ის დანერგვის მიმართულებით, ეტიკეტირების მიმართულებით, Global Gap სტანდარტის დანერგვის მიმართულებით).
პროექტის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევის საფუძველზე „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცნტრმა“ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია აწარმოა საქართველოს ხუთ რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, გურია, კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი). ადგილობრივი კოორდინატორებისა და საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კონსულტაცია და ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი რეგულაციების შესახებ. პირველადი მწარმოებლებისა და გადამამუშავებელი საწარმოებისათვის გამოიცა სპეციალური გზამკვლევი. ასევე შეიქმნა საინფორმაციო ვებპორტალი ფერმერებისთვის
georgianfarmers.wordpress.com, სადაც მაქსიმალურად მარტივად (მათ შორის ინფოგრაფიკების საშუალებით) გადმოცემულია ყველა ახალი ვალდებულება და ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობები. ვებგვერდზე განთავსდა 100-მდე სტატია, მათ შორის საინფორმაციო შინაარსის სტატიები, ინტერვიუები და ისტორიები წარმატებული ფერმერების შესახებ, 100-მდე ინფორგრაფიკა, რადიოგადაცემები და ბლოგები.
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობა
|
|
| |
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR კლუბი) მიზანია ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ამ მზინით თებერვალში არასამთავრობო ორგანიზაციები კომპანია „ვისოლის“ და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციარების დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრებზე შეთანხმდნენ, რომ კომპანიებს გაეგზავნებათ არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებ სრული ინფორმაცია, საიდანაც კონკურსის წესით მოხდება მათი დასაქმება (განსაკუთრებული აქცენტი ღარიბ და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე გაკეთდება). „ჯიპიაი ჰოლდინგი" 300-მდე გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მათ მიერ გამოცხადებულ დასაქმების მასშტაბურ ფორუმში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს დაფუძნდა და მასში 70-ზე მეტი ბიზნეს, სამოქალაქო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა გაერთიანებული. კლუბის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობა. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია ACCESS-ის პარტნიორი ორგანზიაცია - „სიდა“. ACCESS-ი მხარს უჭერს „სიდა“-ს და CSR კლუბს ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებაში.
24 თებერვალს CSR კლუბის გამგეობის მეორე სხდომა გაიმართა. გამგეობის წევრებმა 2017 წლის გეგმებზე იმსჯელეს. წელს იგეგმება კლუბის წევრების აქტივობების შესახებ მონაცემთა ბაზის გაკეთება, საზოგადოების და მედიის ინფორმირება კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე და ა.შ. კლუბი ასევე აგრძელებს ქალთა გაძლიერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობას.
|
|
ტრენინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე
|
|
| |
2011 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელძღვანელო პრინციპები დაამტკიცა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილზე და სამუშაოს შესრულებისას ადამიანის უფლებების დაცვას. სამი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა საბჭომ წევრ სახელმწიფოებს პრინციპების შესრულების უზურნველსაყოფად სამოქმედო გეგმების შემუშავებისკენ მოუწოდა.
საქართველოს მთავრობამ ბიზნესისა და ადმაიანის უფლებების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება აიღო. ამ გეგმაზე მუშაობის დასაწყებად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით 17-18 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე, რომელსაც დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგი მოიცავდა როგორც ზოგად ინფორმაციას ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, ასევე კონკრეტულ დახმარებას სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. ტრენინგს 20-მდე მონაწილე დაესწრო.
ტრენინგი ჩატარდა EWMI ACCESS-ის და სხვა დონორების დაფინანსებით.
|
|
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება
3 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრას, ქსელის წევრებთან ერთად, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა. კრებას ქსელის გამგეობის თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი სალომე ზურაბიშვილი უძღვებოდნენ.
ქსელის საკონტაქტო პირმა წევრებს გააცნო გლობალური შეთანხმების პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა და მიმოიხილა 2016 წელს ადგილობრივი ქსელის მიერ განხორციელებულ აქტივობები, ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების სიახლეები საერთაშორისო დონეზე. ქსელის გამგეობის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა („აჭარა ჯგუფი“, ქართულ -ამერიკული უნივერსიტეტი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“) წარმოადგინეს საკუთარი ორგანიზაციების კორპორაციული პასუხისმგებლობის პრაქტიკა და გლობალური შეთანხმების ქსელთან თანამშრომლობის მაგალითები.
EWMI ACCESS-ის პარტნიორი ორგანიზაცია, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(სიდა) შარშან გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის სამდივნო გახდა საქართველოში, ხოლო „სიდა“-ს წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი - ქსელის საკონტაქტო პირი საქართველოში. გლობალური შეთანხმების ქსელი მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც დამყარებულია 10 საბაზისო პრინციპზე ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სიდა“ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით აქტიურად მოუწოდებდა ქართულ ბიზნესკომპანიებს გაწევრიანებულიყვნენ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში და დაენერგათ ზემოთაღნიშნული პრინციპები მათ საქმიანობაში. ამჟამად გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში 33 ორგანიზაციაა გაწევრიანებული.
|
|
ACCESS არის 5.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
|
|
|
|
|
|